ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ერთადერთ ხსნას ხედავს იმაში, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად წავიდეს და უკმაყოფილება იყოს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ერთადერთ ხსნას ხედავს იმაში, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად წავიდეს და უკმაყოფილება იყოს

ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო რაც შეიძლება დაზიანებულ მდგომარეობაში იყოს, ეს ყველა მიმართულებას ეხება – რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს თუ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ტოტალური მიზანია, რომ საქართველოს წინსვლა, სტაბილურობა და მშვიდობა არ ჰქონდეს.

„ამ შემთხვევაში ვერ ხედავენ, მათი პოლიტიკური ცხოვრება როგორ გაგრძელდება. ერთადერთ ხსნას ხედავენ იმაში, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად წავიდეს და უკმაყოფილება იყოს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება იქნება. დაუფიქრებლად საუბრობენ ყველაფერზე, რაც საქართველოს ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე.