ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია დროს მხოლოდ ქილიკისთვის იყენებს, პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციის ნაწილია, სურს, მათი ფლაგმანი გახდეს
ოპოზიცია დროს მხოლოდ ქილიკისთვის იყენებს, პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციის ნაწილია, სურს, მათი ფლაგმანი გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, გუშინ პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას კონსტიტუციის არცოდნა და მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა.
„გუშინ პრეზიდენტმა გამოავლინა როგორც კონსტიტუციის არცოდნა, ასევე მის მიმართ უპატივცემულობა. საქართველო ერთპარტიული არ არის, მრავალპარტიულია. ხალხი რომელიმე პარტიას რომ ირჩევს და ხელისუფლებას აბარებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. პრეზიდენტს უნდა ოპოზიციის ფლაგმანი გახდეს. კონსტიტუციის შესაბამისად, ოპოზიციას ბევრი საშუალება აქვს, საპარლამენტო კონტროლი ეფექტურად განახორციელოს. ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვს, ნებისმიერი მინისტრი დაიბაროს კომიტეტის სხდომაზე და ეს უფლება მხოლოდ სამჯერ გამოიყენეს. ისინი დროს მხოლოდ ქილიკისთვის იყენებენ. პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციის ნაწილია. პრეზიდენტი ამბობს, უნდა დავწეროთ, რა არის ევროპაო. სჯობს, კონსტიტუცია წაიკითხოს და ნახავს, რა არის ევროპა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.