ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ამბობს, ერთობლივად მივმართოთო, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, მათ შორის, პარტიის და კოალიციებს შიგნით მდგრადობას, ამიტომ, თუ გადახტომაა, ყველა ერთად გადავხტეთო
ოპოზიცია ამბობს, ერთობლივად მივმართოთო, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, მათ შორის, პარტიის და კოალიციებს შიგნით მდგრადობას, ამიტომ, თუ გადახტომაა, ყველა ერთად გადავხტეთო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ.
„ერთობლივად მივმართოთო, ოპოზიცია ამბობს, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, მათ შორის, პარტიის თუ კოალიციების შიგნით მდგრადობას. რაღაცნაირად უნდათ, რომ პირველი არცერთი გადახტეს, თუ გადახტომაა, ყველა ერთად გადავხტეთო.
არჩევნების შედეგები არ მოეწონათ, რადგან წააგეს და ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ. ჩვენი პასუხი მარტივია: ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა მყარად იყოს. პარლამენტიც შესაბამისს გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ რა გადაწყვეტილებები იქნება, ამას გაიგებთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მიმართა, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ.