ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზნე არ იცვალა, გუშინ საზოგადოებას სხვადასხვა ეპითეტით ამკობდნენ, საქმე გვაქვს ე.წ. ლიბერალურ ფაშიზმთან
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ე.წ.კოჰაბიტაციის მიუხედავად, თავისი ზნე არ იცვალა და ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა, როდესაც გუშინ საზოგადოებას სხვადასხვა ეპითეტით ამკობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმე გვაქვს არა ლიბერალიზმთან, არამედ ე.წ. ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანს.
„მათი დაუღალავი მცდელობაა, ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამ მიზნისთვის არცერთი საშუალების გამოყენებას არ ერიდებიან. ეს სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებებს იმსახურებს. რაც შეეხება აქციის მონაწილეთა შეფასებას, ადამიანების მიმართ ზიზღის გამოხატვის არნახული კამპანია იყო. ეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა ლიბერალიზმთან, არამედ ე.წ. ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.