ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი, პოლიტიკური ვაჭრობა აქვთ, შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში ვის ტორტის რა ნაჭერი შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი, პოლიტიკური ვაჭრობა აქვთ, ვის ტორტის რა ნაჭერი შეხვდება შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია, ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან არიან და მათი ძირითადი ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ ელექტორატია.
„„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი და მათ შეკრება თუ ვერშეკრებაზეა იწილობიწილო ატეხილი. გვარამია, მელია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან არიან წამოსული. ახლა პოლიტიკური ვაჭრობა აქვთ, ვის ტორტის რა ნაჭერი შეხვდება შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში. მათი ძირითადი ამომრჩეველი მაინც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და ახლა მათი გაერთიანების მცდელობაა, მაგრამ არკვევენ, ვის რა ადგილი შეხვდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.