ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირების გამო სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, არჩევნებში მათი შედეგები ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირების გამო სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, არჩევნებში მათი შედეგები ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა

„ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირების გამო სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, მათ შორის არანაირი პრინციპულობა არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, არჩევნებში მათი შედეგები ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა ვერ იქნება.

„ნიკა მელია ამბობდა, რომ კეზერაშვილის დაფინანსებული ბინძური ფულით არ ვიქნებიო და დედა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაგიტომ წამოვიდა თუ გამოაგდეს, შემდეგ ხოშტარია-ჯაფარიძესთან მშვენივრად დაჯდა, როცა დავალება მიიღო. ასე მოხდება ლელო-გახარიას ნაწილში, ერთმანეთს შანტაჟიორს და თაღლითს უწოდებდნენ, მაგრამ სიტყვა მათთვის არანაირი ფასეულობაა. არაფერი იცვლება – ყველა ის ხალხია, ვინც ქართულ პოლიტიკაში არიან. მათი შედეგები ვერ იქნება გადამწყვეტი არჩევნებში მათი წარმატების და ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლის შესასაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.