ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მემკვიდრეობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მემკვიდრეობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სახით კარგი მომავალი არ უჩანს, პარტიამ თავისი რესურსი ამოწურა. პარტია მხოლოდ ის არ არის, რომ ელიტა ძალაუფლებას ფლობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერაფრით მოახერხა ახალი დღის წესრიგის შექმნა.

„ახალი დღის წესრიგის შექმნას ორი რამ სჭირდებოდა – მათ გულწრფელად უნდა ეღიარებინათ ის შეცდომები თუ დანაშაულები, რაც მათი მმართველობის პერიოდში მოხდა. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო განახლება, არა მხოლოდ პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით, არამედ საკადრო შემადგენლობით და ეს იქნებოდა განახლება, რაც ვერ მოახერხეს. სულ შუალედურ პოლიტიკას ატარებენ შიგნით. ამან დაპირისპირებები და შიდა ბრძოლა გამოიწვია, რაც უკვე გარეთ არის გამოსული. პარტიაში ამ ჯგუფებს საზოგადო ინტერესი არ ამოძრავებთ და ახლა მემკვიდრეობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ბრძოლა შეიძლება საინტერესო იყოს შიდა პარტიულ საკითხებზე დაკვირვებისთვის. ქართულ პოლიტიკაზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა აღარ შეუძლიათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ სახით კარგი მომავალი არ უჩანს. პარტიამ თავისი რესურსი ამოწურა. პარტია რა არის? – პარტია მხოლოდ ის არ არის, რომ ელიტა ძალაუფლებას ფლობდეს, პარტია მოთხოვნადი უნდა იყოს და მისი საქმიანობა რელევანტური. ამ ყველაფერს თავადაც ხედავენ და მხოლოდ ამიტომ აქვთ აქცენტი გადატრიალებაზე. რასაც სხვას უსურვებდნენ, ახლა ის, მათთან შიგნით ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.