ირაკლი ქადაგიშვილი - არიან კონკრეტული ადამიანები, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება
მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ, მაგრამ როგორც კი, მათი გაგებით, ფეხბურთელებზე თავდასხმისთვის საბაბი მიეცათ, ეს გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება.
„კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც საქართველოს წარმატება არ უხარიათ. მთელ ქვეყანას ეროვნული ნაკრების წარმატება რომ უხაროდა, იძულებული იყვნენ, რამენაირად კბილების ხრჭიალით ამისთვის მხარი აებათ. მათი გაგებით, როგორც კი საბაბი მიეცათ, რომ ფეხბურთელებს თავს დასხმოდნენ, ეს განახორციელეს. მათი მიზანია ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება თუ ვინმე სხვა, ნებისმიერს გადათელავენ, თუ მათ ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.