ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაწყებული, როცა ის პოლიტიკაში არ გახლდათ და ეს სასამართლო პროცესი გრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაწყებული, როცა ის პოლიტიკაში არ გახლდათ და ეს სასამართლო პროცესი გრძელდება

მამუკა ხაზარაძეს რისი ეშინია და რისი არა, ამის გარკვევას არ დავიწყებ. გეტყვით, რომ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაწყებული, როცა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში არ გახლდათ და ეს სასამართლო პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხაზარაძის მიმართ პროკურატურის მხრიდან პარლამენტისადმი მიმართვა თუ იქნება, მას კენჭისყრა დასჭირდება.

„ვიდრე ხაზარაძე პარლამენტის წევრია, მის მიმართ თუ პროკურატურის მხრიდან იქნება მომართვიანობა, აუცილებლად დასჭირდება კენჭისყრა. თუ თეორიულად ასეთი რაღაც დღის წესრიგში დადგება, ამას ძალიან მაღალი კვორუმი დასჭირდება და ამიტომ, ამ საკითხის პოლიტიკური შეფერილობა არ უნდა ჰქონდეს. ამ საკითხზე პარლამენტში ძალიან მაღალი სტანდარტი შემოგვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.