ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით არავინ უკრძალავს
მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, ყველანი თავის ვაგზალზე მიიწვიოს. რა თქმა უნდა, სახლობანას თამაშს ჯერჯერობით მას არავინ უკრძალავს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის წერს, რა არის საჭირო ახალი არჩევნების მისაღწევად.
„ეს ორხელისუფლებიანობაც არ არის, ეს არის სახლობანა. სასაცილოა, რომ ხაზარაძე ამ დონეზე დავიდა. სამწუხაროდ, ხაზარაძის პრობლემა უფრო ღრმა არის – გაუჭირდება იმ პრობლემიდან გამოსვლა, რა პრობლემაც საკუთარ თავს შეუქმნა. ადამიანი საკუთარ ამბიციასა და შურისძიებას როდესაც ახვევს თავს ქვეყანას, იქ უფრო მძიმედ არის საქმე, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეული წარმატება თუ წარუმატებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.