ირაკლი ქადაგიშვილი - მამუკა ხაზარაძემ დააგვიანა, ერთი წლის განმავლობაში რომ ჩაღრმავებოდა საპარლამენტო ცხოვრებას, დაინახავდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად ხორციელდება
მამუკა ხაზარაძემ დააგვიანა, ერთი წლის განმავლობაში რომ ჩაღრმავებოდა საპარლამენტო ცხოვრებას, დაინახავდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად ხორციელდება
მამუკა ხაზარაძემ დააგვიანა, ერთი წლის განმავლობაში რომ ჩაღრმავებოდა საპარლამენტო ცხოვრებას, დაინახავდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად ხორციელდება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხაზარაძე თუ აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაციის ვიზიტებს გაეცნობა, დარწმუნდება, „რომ ეს ინიციატივა უკვე დაძრულ მატარებელთან დაწევაა და მაინც არაუშავს, თუ ამას შემოუერთდება“.
„მამუკა ხაზარაძემ დააგვიანა. ერთი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, უფრო ღრმად რომ ჩაღრმავებოდა პოლიტიკას და საპარლამენტო ცხოვრებას, დაინახავდა, რომ სულ მცირე ის ორი ამოცანა, რომელიც დასახა, მათ შორის ამერიკასთან თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან წარმატებულად ხორციელდება. თუ სულ ბოლო განცხადებებს და აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაციის ვიზიტებს გაეცნობა, დარწმუნდება, რომ მისი ეს ინიციატივა უკვე დაძრულ მატარებელთან დაწევაა და კარგია, მაინც არაუშავს, თუ ამას შემოუერთდება. რაც შეეხება ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ალბათ ამ საკითხში კარგი იქნება, თუ ოპოზიციას ღრმად ჩაუღრმავდება და მიხვდება იმას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთ რეზოლუციაში ეწერა – ის, რომ თქვენ არ შემოდიხართ პარლამენტში, არის სურათი, რომელიც ყველაზე მეტად დღეს რუსეთის ფედერაციას სიამოვნებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა.