ირაკლი ქადაგიშვილი - კონსტიტუციის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა
საქართველოს კონსტიტუციის დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ხელისუფლების მდგრადი მართვისთვის. ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, საკითხი შევა პარლამენტის დღის წესრიგში და პარლამენტში იქნება კენჭისყრა.
„ეს არის პრეცედენტი, როდესაც მოხდა საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის დაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყნის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ხელისუფლების მდგრადი მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაზე დიდი შედეგი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ვერდიქტით გამოიტანა.
როგორც იცით, იმპიჩმენტის პროცესი დავიწყეთ, რადგან ეს იყო გზა, სწორედ კონსტიტუციური სასამართლოსგან მიგვეღო ვერდიქტი. რაც შეხება საკითხის შემდგომ განვითარებას, რა თქმა უნდა, როგორც რეგლამენტი და კანონი ითხოვს, ეს ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად და ამის შემდეგ საკითხი ორი კვრის ვადაში შევა პარლამენტის დღის წესრიგში და პარლამენტში იქნება კენჭისყრა. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, როგორი იქნება კენჭისყრის შედეგები. საჭიროა ასი ხმა, „ქართულ ოცნებას“ ასი ხმა არ აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არავისთან არ ვაპირებთ რაიმე სპეკულაციის და ვაჭრობის გამართვას. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ფრაქციამ კონსტიტუციის მიმართ თავისი დამოკიდებულება თავადვე უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.