ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თუ პოლიტიკური აქტივისტები მიხვდებიან, რომ პანდემიასთან თამაში არის მოქალაქეების ბედ-იღბლით თამაში, ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვიყოთ მოზომილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პანდემიასთან თამაში საკუთარი მოქალაქეების ბედ-იღბლით თამაშს ნიშნავს და კარგი იქნება, თუ პოლიტიკური აქტივისტები ამას მიხვდებიან.
ქადაგიშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლება პანდემიას იგონებს.
„კარგი იქნება, თუ პოლიტიკური აქტივისტები მიხვდებიან, რომ პანდემიასთან თამაში არის ცეცხლთან თამაში, საკუთარი მოქალაქეების ბედ-იღბლით თამაში და ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვიყოთ ზომიერი, როცა ადამიანებისა და ქვეყნის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას სასწორზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.