ირაკლი ქადაგიშვილი - იმის გამო, რომ ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს, მთელ მსოფლიოს ედებიან, თუ სადმე რამე მოხდება, რომ რამენაირად ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინონ
იმის გამო, რომ ოპოზიციას ქვეყანაში რეალური მხარდაჭერა და ქვეყნისთვის პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს, მთელ მსოფლიოს ედებიან, თუ სადმე რამე მოხდება, რომ რამენაირად ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს რეაქცია იყო დასავლური ქვეყნების ქმედებების ტოლფასი.
„თავად ამბობენ, რუსეთისგან დისტანცირება გვინდაო და როცა სახელმწიფო დისტანცირებისთვის ყველაფერს აკეთებს, ესენი გამწარებულები ცდილობენ, რამენაირად რუსეთში მომხდარი ნეგატივი საქართველოზე აისახოს. ეს არის პრიგოჟინისეული აღტყინება, რაც ამ მოვლენების დროს ჰქონდათ. საქართველოს რეაქცია იყო დასავლური ქვეყნების ქმედებების ტოლფასი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.