ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი ვაშაძე ცდილობს, რადიკალურ ფრთაზე ლიდერის პოზიცია მოიპოვოს, რადგან ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის
გიორგი ვაშაძე ცდილობს, რომ რადიკალურ ფრთაზე ლიდერის პოზიცია მოიპოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვაშაძისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული არ არის.
„გიორგი ვაშაძე ცდილობს, რომ რადიკალურ ფრთაზე ლიდერის პოზიცია მოიპოვოს, რადგან ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის და ალბათ, ფიქრობს იმაზე, მომავალში ვის დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ამისთვის იბრძვის. მისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული არ არის, მისთვის პრიორიტეტულია რადიკალური ამომრჩევლის გული მოიგოს“, – განაცხადა ქადაგშვილმა.