ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის შავი ოცნებაა, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ეს არ მოხდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის შავი ოცნებაა, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ეს არ მოხდება

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არანაირი სანქციის დაწესება არ ემუქრება, ოპოზიციის შავი ოცნება, რომ ქვეყანას სანქცია დაუწესდეს და აპოკალიფსურ სურათში თავად რაიმე სარგებელი ნახონ, ფუჭია, რადგან ეს არ მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ყველა ის რეფორმა ხორციელდებოდა და განხორციელდება, რომლის ვალდებულებაც ქვეყანას აღებული ჰქონდა.

„თუ ინვენტარიზაციას გავაკეთებთ, თუ რა საკანონმდებლო აქტებია მიღებული და ვიღაცების აღქმას არ დავეყრდნობით, ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს, საარჩევნო სისტემისა და ა.შ. ვნახავთ, რომ უარღესად რეფორმატორული საკანონმდებლო ცვლილებებია განხორციელებული. პოლიტიკას უფრო დიდი ადგილი ეთმობა, ვიდრე რეალურ შეფასებებს – თუ ამ შეფასებებს წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ კანონები და გამჭვირვალობაც კარგია, მაგრამ აღქმებია ცუდი. ამიტომ ყველას ვურჩევ, ოპოზიციის აღქმებით ნუ იხელმძღვანელებენ, რადგან ოპოზიციის აღქმა მენტალურად დაზიანებულია. ისინი ამ ქვეყანაში ერთ დარგულ ხესაც კი, ვერ ხედავენ. თუ ჩვენს აღქმას მათი აღქმების მიხედვით ჩამოვიყალიბებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა დასაწვავია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.