ირაკლი ქადაგიშვილი - დიდი ხანია, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია, მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ისაა, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა
დიდი ხანია, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია, მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ისაა, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცებს სურთ, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიონ.
„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს არცერთი პრინციპით უკან არაფერზე დაუხევია. ის, რომ გამჭვირვალობა ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვიღაცას მართლა სურს, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.