ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს მსოფლიოში ომმა სამართალი და კანონი წაშალა, ყველაფერი ხდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დღეს მსოფლიოში ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება.
ქადაგიშვილმა ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯილდოსთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც იტყვიან, დღეს მსოფლიოში ომმა სამართალი და კანონი წაშალა, ყველაფერი ხდება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, აღარ გვიკვირს, როცა სააკაშვილს, რომელსაც ბრალი ედება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მჩაგვრელი სისტემის შექმნაში, ასეთ ჯილდოს გადასცემენ. აქედან გამომდინარე, ასეთი ჯილდოც კი ფასს კარგავს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.