ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უნდა უთხრას სიმართლე, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუციები სტრასბურგის სასამართლომ გაანულა
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უნდა უთხრას სიმართლე, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუციები სტრასბურგის სასამართლომ გაანულა

ჩემი სურვილი იქნება, რომ პრეზიდენტმა ბრიუსელში გამოსვლისას იმ რეალურ მიღწევებზე ილაპარაკოს, რაც საქართველოს აქვს და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს სიმართლე უნდა უთხრას.

„მან ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებს სიმართლე უნდა უთხრას, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუციები სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა განულებული. მისი გამოსვლა საქართველოსთვის სასარგებლო თუ იქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტი დღეს ევროპარლამენტს მიმართავს.