ირაკლი ქადაგიშვილი - ცესკო-ს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეურაცხყოფა მიაყენა ინსტიტუციას, არა მარტო პოლიტიკური და მორალური, არამედ  უნდა დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც
ირაკლი ქადაგიშვილი - ცესკო-ს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეურაცხყოფა მიაყენა ინსტიტუციას, არა მარტო პოლიტიკური და მორალური, არამედ უნდა დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც

საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაც იკადრა, შეასხა ნივთიერება კომისიის თავმჯდომარეს, დაუზიანა თვალი და შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთელ ინსტიტუციას, დასაგმობი ფაქტია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გამო არა მარტო პოლიტიკური და მორალური, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

„არჩევნებში რაც წააგეს – და ეს გახდა ცნობილი არჩევნების დამთავრებიდან ნახევარი საათის შემდეგ – გადავიდნენ პოლიტიკური ტერორის სხვადასხვა მეთოდზე და ამ პოლიტიკური ტერორის კონკრეტული გამოვლინება იყო, რაც დღეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკადრა. შეასხა ნივთიერება კომისიის თავმჯდომარეს, დაუზიანა თვალი და შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და მისი ჯანმრთელობა დააზიანა, არამედ მთელს ინსტიტუციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ფაქტი, არა მარტო პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა, არამედ, ვფიქრობთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.