ირაკლი ქადაგიშვილი - ბულინგი აპრობირებული მეთოდია ისტორიაში, ბოლშევიკებმა იცოდნენ, შვილები როგორ აეჯანყებინათ მამებისთვის და პავლე მოროზოვებს ზრდიდნენ
ბულინგი აპრობირებული მეთოდია ისტორიაში, ბოლშევიკებმა იცოდნენ, შვილები როგორ აეჯანყებინათ მამებისთვის და პავლე მოროზოვებს ზრდიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ფაშისტებმა იცოდნენ, რომ მათთვის არასასურველ ადამიანებს მონიშნავდნენ და შემდეგ მათზე აგრესიულ თავდასხმას ახორციელებდნენ. ბოლშევიკებმა იცოდნენ, შვილები როგორ აეჯანყებინათ მამებისთვის და პავლე მოროზოვებს ზრდიდნენ. მათი ქცევის მოტივიც აქედან მომდინარეობს. რას ნიშნავს, როცა რაიმე კონკრეტულ საკითხზე არ გაგაჩნია არგუმენტი და გამოგონებულ ლოზუნგს ამოფარებული სხვა ადამიანს თავს ესხმი, აბულინგებ, შეურაცხყოფას აყენებ. თან იმ იმედით, რომ ამ ქვეყნის კანონი დაგიცავს და ბულინგის გამო არაფერი მოგივა. სწორედ ამ 84-მა დეპუტატმა შექმნა თავისუფალი ქვეყანა. ეს არის განწირული ადამიანების ბოღმის ნთხევის კამპანია, რაც საზოგადოებაში იწვევს გესლის მთეხევლთა მიმართ გაუცხოებას. ამას თავს რაც მალე დაანებებენ, უფრო უკეთესი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.