ირაკლი ქადაგიშვილი - არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ აზროვნებაში ანთებითი პროცესები აქვთ დაწყებული, რას ვიზამთ, დემოკრატიული საზოგადოება ვართ და ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს
არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ აზროვნებაში ანთებითი პროცესები აქვთ დაწყებული, მაგრამ რას ვიზამთ, დემოკრატიული საზოგადოება ვართ და ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი, რომ კახეთი არის კეთილგანწყობილი ხელისუფლების მიმართ, სიმართლეა.
„ის, რომ კახეთი არის კეთილგანწყობილი ხელისუფლების მიმართ, ეს ნამდვილად ასეა, რადგან თუ კლავიატურას იქით გაიხედავ, დაინახავ, რომ კახეთი ამ ხელისუფლების პირობებში მდიდრდება. ეს მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგია. „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე კი არ უჭერს კახელი ადამიანი და კახეთში მცხოვრები თანამოქალაქე მხარს ამ ხელისუფლებას, არამედ იმ კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე, რაც კახეთის განვითარებას ამ წლების განმავლობაში მოჰყვა. დაახლოებით ანალოგიური სურათია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. რაც შეეხება ამ ერთადერთ თავისივე მოგონილ რუსულ „მესიჯს“, ამ რუსულ გზავნილს თავადვე გადაჰყვებიან. ამ რუსული „მესიჯის“ მსხვერპლნი არიან უკვე და მთელ ოპოზიციას ძალით ჩამოკიდებულ საქართველოზე რუსული მესიჯის გამო კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოელით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „კახეთი ყველა დროში ხელისუფლების იყო“.