ირაკლი ქადაგიშვილი - არ შეიძლება ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ არჩევნებს აგებ
ირაკლი ქადაგიშვილი - არ შეიძლება ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ არჩევნებს აგებ

ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკის დამაზიანებელი ნარატივი წელიწადზე მეტია გვესმის. ოპოზიციის მესიჯში არანაირი სიახლე არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა არ შეიძლება.

„მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება ქვეყანაში კონსტიტუციური დღის წესრიგის შეცვლა იმის გამო, რომ არჩევნებს აგებ. კონსტიტიციურ დღის წესრიგს მიყვნენ და პოლიტიკური პოზიციები გაიძლიერონ, საზოგადოებასთან უფრო ახლოს მყოფი პოლიტიკური კონფიგურაციები და პლატფორმები შექმნან. მათთვის სასურველ შედეგს ასე უფრო მიაღწევენ“, – განაცხდა ქადაგიშვილმა.