ირაკლი ქადაგიშვილი - აქციაზე დაპირისპირება გამორიცხულია, მაგრამ ვინმეს პროვოკაციის სურვილი თუ გაუჩნდება, ამ შემთხვევაში, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ
ელემენტარული წესია, რომ აქციას კონტრაქციით არ უნდა დაუპირისპირდნენ. მაშინ გიორგი ვაშაძემ თავის თავზე პასუხისმგებლობა გაინაწილოს და ჰაერში ხელებს ტყუილად ნუ იქნევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაპირისპირება გამორიცხულია, მაგრამ ვინმეს პროვოკაციის სურვილი თუ გაუჩნდება, ამ შემთხვევაში სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
„ქართული საზოგადოება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო დიდი და მრავალფეროვანია, რომელსაც თავისი პოზიციის გამოხატვა სურს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.