ირაკლი ქადაგიშვილი - ახლა დაიწყო გარკვეული სპეკულაციები, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც
ირაკლი ქადაგიშვილი - ახლა დაიწყო გარკვეული სპეკულაციები, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც

ახლა ხდება გარკვეული სპეკულაციების წამოწყება, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს არის ის ფორმა, რომლითაც ჩინეთი ურთიერთობს მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან, დაწყებული ევროპიდან, დამთავრებული აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებით, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩინეთი დღეს არის, ფაქტობრივად, ამერიკის ტოლფასი ეკონომიკური აქტორი მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მათთან ეკონომიკური ურთიერთობა, საინვესტიციო მოზიდვა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. გარკვეულად პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში რაც უფრო მეტი ძლიერი სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი თავისი ეკონომიკური ინტერესებით, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა გარკვეული აგრესიისგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.