ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ მიმართავს - საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ
საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას.
„ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, ელენე ხოშტარიას დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ, როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა.
ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა – პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო.
სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ?
ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ „ლელოს“ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქში“.