ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი - ავტომობილის დათვალიერებისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ უპოვიათ
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი - ავტომობილის დათვალიერებისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ უპოვიათ

ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ავტომობილის დათვალიერება დასრულდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, ავტომობილში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ,

შაბაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

“მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დათვალიერება. დაილუქა თუ რამე იქნა ნაპოვნი მანქანაში. კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ეს სახელმწიფო ბრალდების გადაწყვეტილებაა, რომ ის მანქანა დაეთვალიერებინა, რომლის საშუალებითაც ბრალდებული შემთხვევის ადგილას მივიდა. ხვალ, როდესაც გავეცნობი დადგენილებას, ამის შემდეგ გავაკეთებ განმარტებას. ნარკოტიკულ საშუალებაზე საუბარი არ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ხვალ, დაახლოებით 12:00 საათზე ბრალს წარუდგენენ და ამის შემდეგ სასამართლო სხდომა ჩაინიშნება” – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.