კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ინიშნება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად ირაკლი ლექვინაძემ დაუდასტურა.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მიხეილ დაუშვილი დაინიშნა.