ირაკლი ლექვინაძე დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეხვედრას მართავს.
სამუშაო შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო საზოგადოებას სააგენტოს მუშაობის პრინციპებსა და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტებს გააცნობს.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს განიხილავენ.
შეხვედრას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.