ირაკლი ლექვინაძე - დაზღვევის მნიშვნელობას სათანადოდ არ აფასებენ
ირაკლი ლექვინაძე - დაზღვევის მნიშვნელობას სათანადოდ არ აფასებენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესის დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, 1-ლი მარტიდან დაზღვევის კანონში შემავალ ცვლილებაზე ბიზნესის მხრიდან პრეტენზიები არ დაფიქსირებულა, თუმცა წინა წლებში თავად მეწარმეების მხრიდან დაინტერესება დაბალი იყო.

ლექვინაძის თქმით, მისი მერიაში მუშაობის პერიოდში გამართულ შეხვედრებზე სადაზღვევო კომპანიები მზაობას გამოთქვამდნენ მცირე მეწარმეებთან თანამშრომლობაზე, თუმცა თავად მეწარმეების მხრიდან დაინტერესება დაბალი იყო.

ლექვინაძის განცხადებით, როგორც გასული წლის, ისე გუშინ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა დაზღვევის აუცილებლობა.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ეს არამხოლოდ მომხმარებლებისა და ადამიანის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მეწარმეების მეტი დაცულობისთვის.

“როგორც გასული წლის, ისე გუშინდელმა პრაქტიკამაც აჩვენა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენთან დაზღვევის მნიშვნელობას ჯერ კიდევ არ აფასებენ სათანადოდ, რაც ბუნებრივია, იწვევს დანაკარგებს, მეწარმეები კი საბოლოო ჯამში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებთან მიდიან. დაზღვევის შემთხვევაში კი ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.