ირაკლი კოვზანაძე - ვფიქრობ, განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური განათლების კუთხით ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ
ახალი დოკუმენტი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გამჭირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ თვალსაზრისით კარგი სამუშაო აქვს გაკეთებული კოორდინაციის კუთხით საქართველოს ცენტრალურ ბანკს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ყველა ჩაერთოს.
„მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა ჩაერთოს ამ თვალსაზრისით. ამ კუთხით ბევრი სამუშაოა ჩატარებული, მაგრამ კიდევ მეტი შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მომხმარებელთა უფლებების დაცვისათვის და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ეს პლატფორმა რამდენად მნიშვნელოვანია. მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ვფიქრობ, განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური განათლების კუთხით ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ წინ“, – განაცხადა კოვზანაძემ.
დღეს კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარადგინა.