ირაკლი კოვზანაძე - ლარის გამყარება, უპირველესად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგია, როდესაც მან მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით ასწია
ირაკლი კოვზანაძე - ლარის გამყარება, უპირველესად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგია, როდესაც მან მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით ასწია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა უპირველესად, ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგს უკავშირდება.

როგორც კოვზანაძე ამბობს, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევას მოჰყვა ლარის გამყარებაც.

„ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გამოწვეული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგი, როდესაც მან სწრაფი და მყისიერი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით ასწია. აქედან გამომდინარე, არის ის რეაქციები, რაც ბაზარს მოჰყვა. ამ პროცესის თანმდევი არის ლარის გამყარებაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მე ადრეც ვთქვი, ეს იყო გარკვეულწილად დაგვიანებით, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რის შედეგსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.