ირაკლი კობახიძე - ხშირად უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება
ხშირად უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას ყოველდღიური შრომა და ბრძოლა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ, რამდენად ძვირფასი რამ არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. უნდა გავიხსენოთ, რომ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას ყოველდღიური შრომა და ბრძოლა სჭირდება. თითოეული ჩვენგანი ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ გამსჭვალული. დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.