საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დასრულდა.
ირაკლი კობახიძემ და ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს დილით ბუქარესტში გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დაღუპული გმირების ხსოვნას პარივი მიაგეს, რის შემდეგაც უკვე ანთიმოზ ივერიელის სახელობსი ტაძრი მოინახულეს და მუზეუმიც დაათვალიერეს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან, საგარეო საქმეთა მინისრტრთან და ვიცე-პრემიერთნ.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ეკონომიკური თანამშორმლობის გაღრმავებაზე გაკეთდა. ქართული დელეგაცია ბუქარესტს რამდენიმე საათში დატოვებს.