ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეში წარედგინოს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვირის ბოლომდე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უახლოეს ორ-სამ დღეშიც წარუდგინოს.
„დღეს ოფიციალურად შემოვა პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას წარდგენის თაობაზე. ამის შემდეგ, გიორგი გახარიას კვირა დღის ჩათვლით აქვს დრო, რათა დასახელდეს მთავრობის შემადგენლობა. უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციები და ამის საფუძველზე, კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შეიძლება, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.