ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკრებულოებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, სამომავლოდ მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება არ გაუჭირდებათ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საკრებულოებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, სამომავლოდ მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება არ გაუჭირდებათ.
მისივე თქმით, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკრებულოებში არიან წარმოდგენილი მანდატების კონკრეტული რაოდენობით, ახლა მოშლის პირას იმყოფებიან და საკრებულოს კონკრეტულ წევრებთან იმუშავებენ.
„ასეთი არის სამი შემთხვევა, ამ სამ მუნიციპალიტეტშიც ჩვენ არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ამას აქვს ერთი მარტივი საფუძველი – შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილი მანდატების კონკრეტული რაოდენობით, ახლა არიან მოშლის პირას. შესაბამისად, ამ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჭირდება, საკრებულოს კონკრეტულ წევრებთან ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.