ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ივლისში სპეციალური დღე დაწესდება, როდესაც ყოველწლიურად შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2017 წელს გაწეული საქმიაობის შესახებ ინფორმაციას აცნობს.

სპიკერის თქმით, ივლისში საშუალება ექნებათ, საგაზაფხულო სესიაზე გაწეული საქმიანობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებას ანგარიში წარადგინონ და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრონ.

კობახიძის ცნობით, გასულ წელს პარლამენტმა 484 კანონპროექტი მიიღო, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი იყო ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების „მესამე ტალღა“, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები, საგზაო უსაფრთხოების თაობაზე მომზადებული ცვლილებები, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა.