ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე.
ამასთან, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია.
პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი მრჩეველი ზურაბ აბაშიძე იქნება.