ირაკლი კობახიძეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.