ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - გთხოვთ, რეაგირების გარეშე დატოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლების თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - გთხოვთ, რეაგირების გარეშე დატოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლების თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელ და პროვოკაციულ განცხადებებს არ აყვნენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, ამ საკითხების განხილვა ჩავარდეს.

„ვხედავთ, დიდი ალბათობით, გაგრძელდება შეურაცხმყოფელი, ცილისწამებლური გამოსვლები. შესაძლოა, ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდეს, ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს, მათ შორის რამდენიმე საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავაშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან. მაგალთად, ასეთია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ასევე ომბუდსმენის არჩევის საკითხი. ყველას მინდა, გთხოვოთ, მაქსიმალურად, რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები. ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია, თუ რამეზე იქნება რეაგირება საჭირო. გთხოვთ, კოლეგებო საპარლამენტო უმრავლესობიდან, რეაგირების გარეშე დატოვოთ თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოსვლები. ასეთი შეურაცხყოფები ამ ერთი საათის განმავლობაში მრავლად იქნება, თუმცა, გთხოვთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.