ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას მიმართა - მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას
ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.
პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიციის დისკრედიტებას ხელს არა ოპოზიცია, არამედ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი უწყობს, მან გიორგი გახარიას უნამუსო უწოდა.