ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა 
ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა 

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრძანების გამოცემიდან ყველა მინისტრი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.