ირაკლი კობახიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ირაკლი კობახიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და მინდა, მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. ძალიან დიდი წარმატებები, მინდა, ვუსურვო ყველას მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.