ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„არაერთგზის საჯაროდ გადავუხადეთ მადლობა კომისიას, მის თითოეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შესრულებული სამუშაო, შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ და მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მიმართა, მოითხოვოს დროებითი საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც სამოხელეო დანაშაულს ეხება.
„რა თქმა უნდა, დამატებით საჭიროა პარლამენტის მხრიდან ინფორმაციის მოძიება, რათა მივიღოთ ინფორმაცია, როგორ სრულდება დადგენილების, მათ შორის გაწეული რეკომენდაციების მეორე ნაწილი“, – აღნიშნა კობახიძემ.