ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა.
თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.