ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან ერთად, ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარია, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება – 3 481 000 ლარი. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული.
თხილის გადამმუშავებელი საწარმოს წარმადობა 4000 ტონას შეადგენს.
ქარხანაში მუდმივად – 59, სეზონურად კი 100 ადამიანია დასაქმებული.
საწარმო ახორციელებს თხილის ექსპორტს. კომპანიას ამ დროისათვის ექსპორტზე გატანილი აქვს 1 128 ტონა თხილი.