ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომელ რეგიონში რამდენი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად.
კობახიძის თქმით, თბილისში შვიდი ოლქი იქნება.
კერძოდ, კობახიძის ინფორმაციით, ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: გურია – ერთი, აჭარა – სამი, თბილისი – შვიდი, სამეგრელო – სამი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი – ერთი, იმერეთი – ოთხი, შიდა ქართლი – ორი, კახეთი – სამი, ქვემო ქართლი – სამი, სამცხე ჯავახეთი – ორი, მცხეთა-მთიანეთი – ერთი.
შეგახსენებთ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.