ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იანჩისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა შეაფასეს.
აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.