ირაკლი კობახიძე - ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო
ირაკლი კობახიძე - ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო

ბევრისთვის ალბათ მიუღებელიც იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს მიმართავდა, სადაც ის პირდაპირ აყენებდა მათ შეურაცხყოფას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი.

„ეს იცის ქართულმა საზოგადოებამაც და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ. სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ეს არის მთავარი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ კადრებითაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. ბევრისთვის ალბათ მიუღებელიც იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს მიმართავდა, სადაც ის პირდაპირ აყენებდა მათ შეურაცხყოფას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც შეიძლება უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო. მთავარია, რომ ეს სტანდარტი მყარად იყოს დაცული. ეს სტანდარტი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლიდან ჩამოყალიბდა, სადაც თითოეული პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილისნაირი უმძიმესი პატიმრის უფლებებიც არის დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.