ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა „ნაცმოძრაობის“ დამთავრების სლოგანით, ახლა პირდაპირ ალიანსშია ამ პოლიტიკურ ძალასთან, მორალზე საუბარი ზედმეტია
რასაც ვუყურებ, სალომე ზურაბიშვილს არავითარი მორალური ზღვარი აღარ აქვს. შეიძლება გარკვეული სხვა ფაქტორები იყოს, რის გამოც ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს, თუმცა, სამწუხაროდ, სინამდვილეში მას უკვე ყველა მორალური ზღვარი აქვს წაშლილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა სლოგანით – „ნაცმოძრაობის“ დამთავრება და ახლა პირდაპირ ალიანსშია ამ პოლიტიკურ ძალასთან.
„მორალზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იქნებოდა, თუმცა გარკვეული გარემოებია, რის გამოც, სავარაუდოდ, უწევს, თავი შეიკავოს შეწყალებისგან. შეიძლება ეს იყოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. არ ვიცი, შეიძლება გარკვეული გარემოებები იყოს, თავს იკავებდეს შეწყალებისგან და არა – მორალის გამო“, – განაცხადა კობახიძემ.